logo
ENG



"გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე" - აქცია მინისტრის საათის პარალელურად

16 დეკ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს პარლამენტის გარეთ პროტესტით დახვდნენ. აქცია დაკავებით დასრულდა და ამ დრომდე არ არის ცნობილი, როგორ აპირებს სისტემა, დასაჯოს სამოქალაქო აქტივისტები. ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან მინისტრის მისვლისას შეიკრიბნენ წარწერებით ხელში - "გადადგეს მკვლელი რატი ბრეგაძე", "ბრეგაძე კრემლის ჯალათია". აქციები გრძელდება. ხვალ გიორგი მუმლაძის ინიციატივით, პრეზიდენის სასახლესთან იკრიბებიან.

 


close დახურვა